უკრაინელმა აქტივისტებმა საერთაშორისო ფორუმზე იულია ნავალნაიას გამოსვლა გააპროტესტეს

უკრაინელმა აქტივისტებმა საპროტესტო აქცია გამართეს ლისაბონში, ტექნოლოგიების საერთაშორისო კონფერენცია WebSummit 2024-ზე რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ს ქვრივის, იულიას გამოსვლის დროს.
უკრაინელმა აქტივისტებმა დარბაზში ჩართეს საჰაერო განგაშის სიგნალი და ინგლისურად სკანდირებდნენ: „შეაჩერეთ , შეაჩერეთ ომი, ტერორისტია“.
უკრაინელმა აქტივისტმა კრისტინა ჟუკმა სოციალურ ქსელ Х-ში დაწერა, რომ ნავალნაიას გამოსვლა ჩაშალეს და რუსეთის მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რომ მსგავსი რამ ელოდებათ მსოფლიოს ყველა კუთხეში.
იულია ნავალნაია 12 ნოემბერს მომხდარ ინციდენტს თავისი ტელეგრამ-არხიდან გამოეხმაურა. ნავალნაიას განცხადებით, ლისაბონის ფორუმზე გამოსვლა ეხებოდა იმას, თუ როგორ ეხმარებიან დასავლეთის ტექნოლოგიური კომპანიები დიქტატორებს, როცა ბრმად მისდევენ მათ მიერ დაწესებულ რეპრესიულ კანონებს.
იულია ნავალნაიას განცხადებით, იბრძვის პუტინის რეჟიმის და ომის წინააღმდეგ, ისევე როგორც მისი ქმარი იბრძოდა და ამისთვის ციხეში მოკლეს.
ნავალნაია წერს, რომ საერთო მტერი ჰყავთ და უკრაინელებს არ სჭირდებათ რუსეთის ოპოზიციის სახით მტრის ძიება.
ლისაბონში კონფერენციას ესწრებოდა ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ლეონიდ ვოლკოვი. მისი ინფორმაციით, საპროტესტო აქციის გამო იულია ნავალნაიას გამოსვლა არ ჩაშლილა და მან თავისი სიტყვა ბოლომდე თქვა.

ასევე დაგაინტერესებთ

“ამ წუთებში, როცა თქვენ ამას კითხულობთ, ირანი – ქვეყანა 92 მილიონზე მეტი მოსახლით – რეალურ დროში ნადგურდება. თითქმის სრული ბლეკაუტი 24 საათზე მეტხანს: არ არის ინტერნეტი, არ არის სატელეფონო კავშირი, საერთოდ არ არსებობს კომუნიკაცია. და — სიჩუმე” (ვიდეო)

დონალდ ტრამპი – კუბა მრავალი წლის განმავლობაში ვენესუელიდან მიღებული ნავთობითა და ფულით ცხოვრობდა – კუბაში ნავთობი და ფული აღარ წავა, ვენესუელას ახლა აშშ ჰყავს, მსოფლიოში ყველაზე ძლიერი სამხედრო ძალა