უკრაინელი ჯარისკაცების ნაწილი, ზალუჟნის შესაძლო გადაყენების გამო უკმაყოფილებას გამოთქვამს

სულ უფრო გახშირდა ცნობები იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინის პრეზიდენტი მზადაა შეიარაღებული ძალების მეთაური, გენერალი , თანამდებობიდან გადააყენოს. ამ ინფორმაციის გავრცელების ფონზე, ზოგიერთი ჯარისკაცი სკეპტიკურადაა განწყობილი ზალუჟნის გათავისუფლებასთან დაკავშირებით, მაგრამ ამბობს, რომ ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ ვინ შეცვლის გენერალს.
პრეზიდენტმა მ კვირას გამოქვეყნებულ ინტერვიუში თქვა, რომ განიხილავს შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის შეცვლას.
ზალუჟნის უკრაინელების უმეტესობა განიხილავს, როგორც გმირს. გამოკითხვები აჩვენებს, რომ 2022 წელს, ს წინააღმდეგ მიღწეული გამარჯვების მოგონებები, აჭარბებს გასული წლის კონტრშეტევის წარუმატებლობას.
”ვფიქრობ, მისი გათავისუფლება ახლა არ იქნება მიზანშეწონილი, რადგან ბრძოლის ველზე მეთაურები არ უნდა იცვლებოდეს”, – თქვა 31 წლის ტანკსაწინააღმდეგო ქვედანაყოფის მეთაურმა, რომელმაც თავისი მეტსახელით, “ვეფხვით” წარუდგინა თავი სააგენტო “როიტერსის” ჟურნალისტებს.
ზალუჟნის შესაძლო გათავისუფლების ინფორმაციის გავრცელების ფონზე, პრეზიდენტი ზელენსკი ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში მყოფ სამხედროებს ეწვია. მან ჟურნალისტებს მედლები გადასცა. ინფორმაციას ამის შესახებ, პრეზიდენტის ოფისი ავრცელებს.
ზელენსკი ზაპორიჟიის რეგიონში ჩავიდა და სოფელ რობოტინეში სამხედროებს შეხვდა.
ზელენსკიმ განცხადებაში თქვა, რომ ის უკრაინელი ჯარისკაცების მხარდასაჭერად და პატივისცემის მიზნით ჩავიდა.