უკრაინელი ხალხის გმირული ბრძოლა აგრესიის წინააღმდეგ, არ ათავისუფლებს მის ხელისუფლებას სისხლის სამართლის დამნაშავეების მფარველობის პასუხისმგებლობისაგან

უკრაინელი ხალხის გმირული ბრძოლა აგრესიის წინააღმდეგ, არ ათავისუფლებს მის ხელისუფლებას სისხლის სამართლის დამნაშავეების მფარველობის პასუხისმგებლობისაგან
უკრაინელი ხალხის გმირული ბრძოლა აგრესიის წინააღმდეგ არ ათავისუფლებს მის ხელისუფლებას სისხლის სამართლის დამნაშავეების მფარველობის პასუხისმგებლობისაგან, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს.
გერმანიისა და ევროკავშირის საკანონმდებლო და აღმასრულებელ სტრუქტურებში გამართულ შეხვედრებში ზურაბ ადეიშვილის მონაწილეობას გამოეხმაურა.
„ზურაბ ადეიშვილი დამნაშავედ არის ცნობილი საქმეებზე, რომლებიც, ადამიანის წამებიდან დაწყებული და ბიზნესის რეკეტით დამთავრებული, დანაშაულების ფართო სპექტრს მოიცავს და შემდეგი სასჯელი აქვს მისჯილი:
– კობა დავითაშვილის გატაცების და ცემის საქმე – 6 წელი
– ციხეებში წამების საქმე – 4 წელი და 6 თვე
– ღვინის კომპანია აკურას საქმე – 1 წელი და 6 თვე
– ტვ იბერიას საქმე – 1 წელი და 6 თვე
– ბანკი ქართუს გაკოტრების საქმე – 5 წელი და 3 თვე
თავად ზურაბ ადეიშვილის მიერ შემოღებული სასჯელთა შეკრებითობის პრინციპი “ქართული ოცნების” ხელისუფლებას რომ არ გაეუქმებინა, მას ციხეში ჯამურად 18 წლის მოხდა მოუწევდა.
სისხლის სამართლის დამნაშავეებთან პოლიტიკური ურთიერთობის ნორმალურ ჭრილში წარმოჩენა ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის და ევროკავშირის საერთო ღირებულებებს.
აქვე, კიდევ ერთხელ უნდა ითქვას, უკრაინელი ხალხის გმირული ბრძოლა აგრესიის წინააღმდეგ არ ათავისუფლებს მის ხელისუფლებას სისხლის სამართლის დამნაშავეების მფარველობის პასუხისმგებლობისაგან“, – წერს პარლამენტის თავმჯდომარე.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენი მიზანია, რომ მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა გავაუმჯობესოთ, ოპოზიციისგან საბოტაჟი არასდროს გვიკვირდა და ამ შემთხვევაშიც ერთგვარი საბოტაჟის მცდელობაც არ არის გასაკვირი

გურამ მაჭარაშვილი: სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს და დარწმუნებული ვარ, რომ არათუ თუ ჰელსინკის კომისია, ვერცერთი კომისია ვერაფერს დააკლებს საქართველოს, თუ ჩვენ ვიდგებით სწორ პოზიციაზე

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს