უკრაინელი ტექნიკოსები ენერგოსისტემის აღდგენაზე მუშაობენ

გასულ თვეში რუსეთმა უკრაინის ენერგოსისტემაზე იერიშები განაახლა. მან სულ მცირე 8 ელექტროსადგური და ათობით ქვესადგური გაანადგურა.
ამბობს, რომ რუსეთმა ამ თავდასხმებისას 22 მარტიდან მხოლოდ 1 კვირის განმავლობაში 150 რაკეტა და 240 დრონი გამოიყენა. შედეგად, 2 მილიონზე მეტი უკრაინელი ელექტროენერგიის, სასმელი წყლისა და გათბობის გარეშე დარჩა. თავდასხმების სამიზნე იყო მზისა და ჰიდრო-ელექტროსადგურებიც.
არაერთი ადამიანი, ვინც ამ სფეროშია დასაქმებული, სიცოცხლის რისკის ფასად და ხშირად დიდხანს შეუსვენებლად მუშაობს, რათა მოსახლეობას ელექტროენერგიით მომარაგება აღუდგეს. ზოგ შემთხვევაში, თავდასხმიდან მალევე განმეორებით იერიშს იწყებს, რაც საფრთხეს სწორედ ადგილზე მისულ მაშველებს, მეხანძრეებს და ტექნიკურ სპეციალისტებს უქმნის.
რუსეთი ამტკიცებს, რომ ენერგო-სისტემა ლეგიტიმური სამხედრო სამიზნეა და ეს თავდასხმები “შურისძიება” იყო რუსეთის სასაზღვრო რეგიონებზე უკრაინის იერიშების საპასუხოდ.
კიევი ცდილობს, კრიტიკული ენერგო-ობიექტები საჰაერო იერიშებისგან დაიცვას. “როიტერთან” საუბარში “უკრენერგოს” ხელმძღვანელი ვოლოდიმირ კუდრიტსკი ამბობს, რომ მასშტაბური კოლაფსი და წყლისა და ელექტროენერგიის მომარაგების გათიშვა ამ ეტაპზე ნაკლებ სავარაუდოა, თუმცა ეს დიდწილადაა დამოკიდებული საჰაერო თავდაცვასთან ერთად, შეკეთებითი სამუშაოების სისწრაფეზე.
პრეზიდენტი და უკრაინის სხვა უმაღლესი რანგის ოფიციალური პირები დასავლელ პარტნიორებს საჰაერო თავდაცვის საშუალლებებს სთხოვენ. პრეზიდენტი ამბობს, რომ კიევს რთული გადაწყვეტილებების მიღება და არჩევანი გაკეთება უწევს, რა დაიცვას, და რა – არა. რადგან საჰაერო თავდაცვის სისტემა საარტილლერიო ჭურვების დეფიციტით მუშაობს.
ზელენსკი 25-მდე “პატრიოტის” სისტემას ითხოვს. ამ ეტაპზე, ამერიკის კონგრესში კიევის დახმარების პაკეტი 61 მილიარდი დოლარის ოდენობით, კვლავ შეყოვნებულია.