უკრაინელი სამხედროები უარყოფენ დონეცკის ბაზარზე დარტყმასთან კავშირს

უკრაინის თავდაცვის ძალების დაჯგუფება „ტავრია“, რომელიც აღმოსავლეთის ფრონტზე მოქმედებს, უარყოფს, რომ კავშირი აქვს ქალაქ დონეცკის ბაზარზე შეტევასთან.
დაჯგუფებამ სოციალური ქსელებით 21 იანვარს, ღამით გაავრცელა განცხადება, რომ ამ შემთხვევაში საბრძოლო მოქმედებები არ უწარმოებია. „ტავრია“ წერს, რომ დონეცკი ა და რუსეთს მოუწევს პასუხი აგოს უკრაინელებისთვის სიცოცხლის წართმევაზე.
უკრაინის აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ დონეცკის ტექსტილშჩიკის რაიონის ბაზარში აფეთქებები 21 იანვარს, დილით მოხდა. ეს რაიონი ფრონტის ხაზიდან დაახლოებით ათ კლომეტრში მდებარეობს.
ს მიერ დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის მეთაურად დანიშნული დენის პუშილინის მტკიცებით, ბაზარ „მერკურიზე“ საარტილერიო იერიში მიიტანა უკრაინის არმიამ. პუშილინის ინფორმაციით, დაიღუპა სულ მცირე 27 და დაიჭრა 25 ადამიანი. პუშილინმა 22 იანვარი გლოვის დღედ გამოაცხადა.
· უკრაინის ხელისუფლებამ დონეცკის ოლქზე კონტროლი დაკარგა 2014 წლიდან, როცა ადგილობრივმა სეპარატისტებმა, რუსეთის მხარდაჭერით გამოაცხადეს ე.წ. დამოუკიდებლობა და უკრაინის ამ რეგიონს „დონეცკის სახალხო რესპუბლიკა“ უწოდეს.
· 2022 წლის სექტემბერში, უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრიდან შვიდი თვის შემდეგ, რუსეთმა დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკა და უკრაინის კიდევ სამი ოლქი, ლუგანსკი, ხერსონი და ზაპოროჟიე თავის ტერიტორიებად გამოაცხადა. რუსეთი უკრაინის ვერცერთ ამ რეგიონს სრულად ვერ აკონტროლებს და იქ საბრძოლო მოქმედებები გრძელდება.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრე ცისკარიშვილი – ხმა უნდა მივცეთ იმ ერთიანობას, რომელსაც აქვს ხედვა, გეგმა და საქართველოს წაიყვანს ევროპისკენ, კეთილდღეობისკენ, ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ – უარი უნდა ვუთხრათ სიღარიბეს და იზოლაციას

ზურაბ ჯაფარიძე – მივმართავ ახალგაზრდებს, გავიაზროთ სად ვიმყოფებით, წლების განმავლობაში ბევრი რამ შევძელით, დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ეს ყველაფერი “ ქართული ოცნების” პირობებში საფრთხის ქვეშ დგება