უკრაინელი სამხედროები ემსხვერპლნენ სასწავლო ცენტრზე რუსეთის სარაკეტო დარტყმას

რუსეთის ჯარებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს უკრაინის სახმელეთო ძალების ერთ-ერთ სასწავლო ცენტრზე. არის მსხვერპლი.
უკრაინის არმიის სახმელეთო ძალების სარდლობის ინფორმაციით, 29 ივლისს, ერთ-ერთი სასწავლო ქვედანაყოფის ტერიტორიაზე სარაკეტო დარტყმის შედეგად დაიღუპა 3 და დაიჭრა 18 სამხედრო მოსამსახურე. სარდლობა კონკრეტულ ადგილს არ ასახელებს.
დაწყებულია გამოძიება. სახმელეთო ძალების განცხადებით, თუ დადასტურდება, რომ პირად შემადგენლობაში მსხვერპლი გამოიწვია ხელმძღვანელების მოქმედებამ, ან უმოქმედობამ, დამნაშავეები პასუხს აგებენ.
ბოლო თვეებში ს ჯარებმა გააძლიერეს შეტევა უკრაინის სახმელეთო ძალების სასწავლო ცენტრებსა და პოლიგონებზე. მხოლოდ გასულ თვეში რამდენიმე დარტყმა იყო. 22 ივნისს ერთ-ერთი ასეთი შეტევის შედეგად 3 სამხედრო დაიღუპა და 14 დაიჭრა.
1 ივნისს სახმელეთო ძალების 239-ე პოლიგონზე სარაკეტო დარტყმის შედეგად 12 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა და 60-ზე მეტი დაიჭრა. იმავე დღეს თანამდებობიდან გადადგა სახმელეთო ძალების სარდალი მიხაილო დრაპატი. გადადგომიდან რამდენიმე დღეში პრეზიდენტმა ზელენსკიმ დრაპატი გაერთიანებული ძალების სარდლად დანიშნა.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან სუთიძე: საქართველოს საპატრიარქოში ვისაც თავი აქვს და არა კისრის გაგრძელება, უნდა ესმოდეს, რომ როგორიც უნდა იყოს ახლა სახელისუფლებო პროპაგანდის წნეხი, ნებისმიერი სანქცია, რომელსაც გამოიყენებთ არქიმანდრიტი დოროთესა თუ სხვების მიმართ, იქნება დამანგრეველი თქვენი რეპუტაციისთვის

არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი: მადლობა ყველას, ვინც სიმართლის გულისთვის იბრძვით. მადლობა ყველას, ვინც საქართველოს თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის იბრძვით. და მადლობა ყველას, ვინც თანადგომა გამომიცხადეთ