უკრაინელი ჟურნალისტი რუსეთის ციხეში გარდაიცვალა

2023 წელს გაუჩინარებული უკრაინელი ჟურნალისტი ვიქტორია როშინა ს ციხეში გარდაიცვალა.
ინფორმაციას რადას დეპუტატი, იაროსლავ იურჩიშინი, დაღუპულის მამაზე დაყრდნობით ავრცელებს.
როშინა პატიმრობაში ერთი წლის განმავლობაში იმყოფებოდა.
იგი მოსკოვიდან ტაგანროგის მიმართულებით ეტაპირების დროს გარდაიცვალა. დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.