უკრაინელი პილოტების პირველმა ჯგუფმა F-16-ზე წვრთნა დაასრულა

უკრაინელ პილოტთა პირველმა ჯგუფმა უკვე დაასრულა სწავლება F-16 მოიერიშე თვითმფრინავებზე -ში, არიზონას სამხედრო ბაზაზე, – Politico-ს ცნობით, ამის შესახებ არიზონას ეროვნული გვარდიის პრესსპიკერმა ერინ ჰანიგანმა განაცხადა.
მისი აზრით, წვრთნის დასრულება გადამწყვეტი ნაბიჯი იქნება უკრაინის ცაზე თანამედროვე ამერიკული წარმოების მოიერიშე თვითმფრინავების გამოჩენის უზრუნველსაყოფად.
პილოტებმა სწავლება ტუსონში, 162-ე საჰაერო ეროვნული გვარდიის ბაზაზე გაიარეს. ეროვნული გვარდიის პრესსპიკერმა არ დააკონკრეტა ზუსტად რამდენმა მათგანმა დაასრულა წვრთნა და ასევე გამოშვების ზუსტი თარიღი “მათ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით არსებული შეშფოთების გამო”.
მისივე თქმით, მფრინავები ახლა ევროპაში მიემართებიან, სადაც დამატებითი მომზადება უნდა გაიარონ.

ასევე დაგაინტერესებთ

ბადრი ჯაფარიძე – ქართველ ხალხს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან გასტუმრება გადაწყვეტილი აქვს – პრეზიდენტსა და „ძლიერი საქართველოს“ ლიდერებს შორის სამშაბათს არის შეხვედრა და მის ინიციატივებზე იქ შედგება საუბარი