უკრაინელი მაშველების ცნობით, 2 თვის ბავშვი დაიღუპა ხარკოვის ოლქზე სარაკეტო დარტყმის შედეგად

სულ მცირე 1 ადამიანი დაიღუპა და 3 დაშავდა უკრაინის ხარკოვის ოლქზე ს სარაკეტო შეტევის შედეგად. საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის მიერ გამთენიისას გავრცელებული წინასწარი ინფორმაციით, დასახლებულ პუნქტ ზოლოჩევში დაინგრა სასტუმროს 3-სართულიანი შენობა და მაშველები ნანგრევებში მოყოლილ ერთ ადამიანს ეძებდნენ.
დილით უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურმა ტელეგრამით გაავრცელა ცნობა, რომ ნანგრევებში იპოვეს ორი თვის ბიჭის ცხედარი. მაშველებმა 3 ქალის გადარჩენა შეძლეს. სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობითვე, ლიკვიდირებულია ხანძარი, რომელიც სასტუმროს გვერდით მდებარე 2-სართულიან შენობას გაუჩნდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია მეზვრიშვილი – “ქართული ოცნება” ცდილობს, დასავლეთს გადააბრალოს არჩევნებში ჩარევა, რომ პოტენციური რუსული ჩარევის საფრთხეები გადაფაროს – მისი მიზანია, არ აღიაროს სადამკვირვებლო მისიების შეფასებები

პრემიერი – ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან ვისაუბრეთ თანამშრომლობის გაფართოებაზე, ასევე, ერთობლივ ძალისხმევაზე, რომელიც აუცილებელია რეგიონულ და გლობალურ გამოწვევებთან გასამკლავებლად