უკრაინელი ექსპერტი: რა უნდა ვაკეთოთ ელიტურ დივიზიონში?

საფეხბურთო ექსპერტმა ვიქტორ ლეონენკომ Sport-express.ua-სთან ერთა ლიგაზე უკრაინის ნაკრების ალბანეთთან მატჩის მოლოდინზე ისაუბრა:
“ალბანეთთან მხოლოდ მოგება გვჭირდება. მხოლოდ შემთხვევით თუ გავიმარჯვებთ. კანონზომიერად ამხანაგურ შეხვედრაში მხოლოდ მოლდოვა დავამარცხეთ. ისე კი გაძევებები, ცუდად შესრულებული პენალტები, შემთხვევითი გოლები და მსგავსი შემთხვევები გვეხმარება.
მინდა, თუნდაც 1:0 მოვიგოთ. შესაძლოა, ბურთი მეტოქის კარში სტანდარტულიდან შეფრინდება, ან მიშკა 70 მეტრს გაირბენს და შემთხვევით ვიღაცას ფეხში მოარტყამს. რომც გავიმარჯვოთ, რა უნდა ვაკეთოთ ელიტურ დივიზიონში? აქ ვწვალობთ გუნდებთან, რომლებიც ჩვენზე ძლიერები არ არიან.
რამდენიმე სიტვა ფეხბურთელებს? ბიჭებო, უფრო თამამები
იყავით და შესაძლოა, ყველაფერი გამოვიდეს”.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში