უკრაინელი დეპუტატი – სამთავრობო ცვლილებები დიდი ხნის წინ იყო მოსალოდნელი – შესაძლოა, ეს დაკავშირებულია უკრაინის გამოწვევების ახალ პერიოდთან

საგარეო საქმეთა მინისტრის, ს გადადგომა და სამთავრობო ცვლილებები დიდი ხნის წინ იყო მოსალოდნელი, – ამის შესახებ გამოცემა Kyiv Independent-ს უკრაინელი დეპუტატმა და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ოლექსანდრ მერეჟკომ განუცხადა.
„ეს არის დიდი სამთავრობო ცვლილებები. ეს საკმაოდ დიდი ხნის წინ იყო მოსალოდნელი. წინ რთული დრო გველის, რთული შემოდგომა და ზამთარი. შესაძლოა, ეს ცვლილებები გარკვეულწილად დაკავშირებულია უკრაინის გამოწვევების ახალ პერიოდთან“, – აღნიშნა ოლექსანდრ მერეჟკომ.
შეგახსენებთ, უკრაინის პარლამენტის სპიკერმა, რუსლან სტეფანჩუკმა დღეს განაცხადა, რომ კულებამ გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა. გუშინ კი სტეფანჩუკმა განაცხადა, რომ თანამდებობებს ტოვებენ უკრაინის ვიცე-პრემიერი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, ოლგა სტეფანიშინა, უკრაინის ვიცე-პრემიერი, დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის მინისტრი, ირინა ვერეშჩუკი. მისივე ინფორმაციით, გადადგომის შესახებ განცხადებები ასევე წარადგინეს: უკრაინის მრეწველობის სტრატეგიული დარგების საკითხების მინისტრმა ალექსანდრ კამიშინმა, უკრაინის იუსტიციის მინისტრმა დენის მალიუსკამ და უკრაინის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა რუსლან სტრელეცმა. უმაღლეს რადაში გადადგომის შესახებ განცხადება წარადგინა უკრაინის სახელმწიფო საკუთრების ფონდის თავმჯდომარემ, ვიტალი კვალიმაც.

ასევე დაგაინტერესებთ

ბერდია სიჭინავა – ჩორჩანას საქმეზე, ბრალდების მხარემ, ფაქტობრივად ჯერ ვერ ვიპოვეთ საკმარისი მტკიცებულებები და გამოძიება 2 თვით უნდა გავაგრძელოთო – იმედს ვიტოვებ, გახარიას წინააღმდეგ მტკიცებულებებს ცხინვალიდან არ ელოდებიან

სალომე სამადაშვილი – ევროკავშირი ითხოვს არა სანქციების დაწესება, არამედ შეიქმნას ეკონომიკური რეჟიმი, რომელიც დაგვიცავს, არ მოხდეს ქვეყნის გამოყენება სანქციებისგან თავის ასარიდებლად – მაქვს ეჭვი, არაბული ინვესტიციაც რუსული ფულის გათეთრების საშუალებაა