უკრაინელი გენერალი: F-16-ის ტიპის თვითმფრინავების ნაწილი უკრაინის “გარეთ იქნება შენახული”

უკრაინის საჰაერო ძალების ავიაციის ხელმძღვანელის თქმით, იმ F-16-ის ტიპის მაღალტექნოლოგიური საბრძოლო თვითმფრინავების ნაწილი, რომლებსაც კიევს დასავლელი მოკავშირეები პირდებიან, საზღვარგარეთ იქნება შენახული, მათი დაცვის მიზნით ში ს მიერ განხორციელებული დარტყმებისგან.
ბრიგადის გენერალმა, სერჰი ჰოლუბცოვმა რადიო თავისუფლების უკრაინულ სამსახურს ვრცელ ინტერვიუში უთხრა, რომ ამგვარი თვითმფრინავების უცხოეთში ქონა ხელს შეუწყობს საოპერაციო აღჭურვილობის შენარჩუნებას დასავლეთში გაწვრთნილი უკრაინელი პილოტების კორპუსისთვის.
“თვითმფრინავების განსაზღვრული რაოდენობა შენახული იქნება უსაფრთხო საჰაერო ბაზებზე, უკრაინის გარეთ, რათა ისინი აქ მიზანში არ ამოიღონ” – თქვა ჰოლუბცოვმა და დასძინა: “და ეს იქნება ჩვენი რეზერვი იმ შემთხვევისთვის, თუკი რუტინული შემოწმებისას დაგვჭირდება დაზიანებული თვითმფრინავების შეცვლა”.
მას შემდეგ, რაც 2022 წლის თებერვალში მოსკოვი სრული მასშტაბით შეიჭრა უკრაინაში, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი და სხვა ოფიციალური პირები გამოდიან გაფრთხილებით, რომ მათ, შეიძლება, მიზანში ამოიღონ უცხოეთში განთავსებული უკრაინის საბრძოლო ობიექტები – მაგრამ ეს ნაბიჯი შეიცავს ნატოსთან კავშირის ესკალაციის საფრთხეს.

ასევე დაგაინტერესებთ