უკრაინელი გენერალი: F-16-ის ტიპის თვითმფრინავების ნაწილი უკრაინის “გარეთ იქნება შენახული”

უკრაინის საჰაერო ძალების ავიაციის ხელმძღვანელის თქმით, იმ F-16-ის ტიპის მაღალტექნოლოგიური საბრძოლო თვითმფრინავების ნაწილი, რომლებსაც კიევს დასავლელი მოკავშირეები პირდებიან, საზღვარგარეთ იქნება შენახული, მათი დაცვის მიზნით უკრაინაში რუსეთის მიერ განხორციელებული დარტყმებისგან.
ბრიგადის გენერალმა, სერჰი ჰოლუბცოვმა რადიო თავისუფლების უკრაინულ სამსახურს ვრცელ ინტერვიუში უთხრა, რომ ამგვარი თვითმფრინავების უცხოეთში ქონა ხელს შეუწყობს საოპერაციო აღჭურვილობის შენარჩუნებას დასავლეთში გაწვრთნილი უკრაინელი პილოტების კორპუსისთვის.
“თვითმფრინავების განსაზღვრული რაოდენობა შენახული იქნება უსაფრთხო საჰაერო ბაზებზე, უკრაინის გარეთ, რათა ისინი აქ მიზანში არ ამოიღონ” – თქვა ჰოლუბცოვმა და დასძინა: “და ეს იქნება ჩვენი რეზერვი იმ შემთხვევისთვის, თუკი რუტინული შემოწმებისას დაგვჭირდება დაზიანებული თვითმფრინავების შეცვლა”.
მას შემდეგ, რაც 2022 წლის თებერვალში მოსკოვი სრული მასშტაბით შეიჭრა უკრაინაში, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი და სხვა ოფიციალური პირები გამოდიან გაფრთხილებით, რომ მათ, შეიძლება, მიზანში ამოიღონ უცხოეთში განთავსებული უკრაინის საბრძოლო ობიექტები – მაგრამ ეს ნაბიჯი შეიცავს ნატოსთან კავშირის ესკალაციის საფრთხეს.

ასევე დაგაინტერესებთ

მალგოჟატა გოშევსკა – თბილისს უნდა მოვუწოდოთ, ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს, რაც შეიძლება სწრაფად, კანონები, რომლებიც ბუნებით რეპრესიულია, გაიწვიოს – ეს ქვეყანა კარგ და ჯანმრთელ მომავალს იმსახურებს, ევროკავშირი ვალდებულია, დაეხმაროს

მარკეტა გრეგოროვა – ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს გამიზნული სანქციებით პასუხისმგებელ პირებს საქართველოში, არ მადარდებს, თუ წევრი ორი ქვეყანა ბლოკავს, დანარჩენი 25 ქვეყანა? – რა უშლის მათ ხელს?