prsport-ის ინფორმაციით, უკრაინის ნაკრებს ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნითი 2 მატჩისთვის “ჟირონას” 26 წლის ნახევარმცველი ვიქტორ ციგანკოვი ვერ დაეხმარება.
ის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სერგეი რებროვმა ნოემბრის შეხვედრებისთვის გამოიძახა, მაგრამ ბოლო გამოკვლევებმა ცხადყო, რომ გამოცდილ შუახაზელს ვარჯიშის დასაწყებად მინიმუმ 1 კვირა კიდევ დასჭირდება.
ციგანკოვი ტრავმის გამო უკრაინისა და საქართველოს ნაკრებების არც წინა მატჩში არ ყოფილა. შეგახსენებთ, რომ 16 ნოემბერს უკრაინელები გასვლაზე ბათუმში საქართველოს ნაკრებს დაუპირისპირდებიან, 19-ში კი ტირანაში ალბანეთს ეთამაშებიან.