უკრაინელებმა 4 ოლქში რუსების 18 დრონიდან 17 გაანადგურეს

რუსულმა ძალებმა ს წუხელ Shahed-131/136 ტიპის 18 დრონით და „ისკანდერ-მ“ ბალისტიკური რაკეტებით შეუტიეს, უკრაინელებმა 17 დრონი გაანადგურეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, დრონები ნიკოლაევის, ხერსონის, ზაპოროჟიესა და ხმელნიცკის ოლქებში ჩამოაგდეს.
რუსებმა რაკეტები ს ქალაქ ტაგანროგის ტერიტორიიდან გაუშვეს, დრონები კი – ქალაქ პრიმორსკო-ახტარსკის და დროებით ოკუპირებული ს ტერიტორიებიდან.
რუსეთის საჰაერო თავდასხმა მოიგერიეს უკრაინის თავდაცვის ძალების მობილურმა საცეცხლე ჯგუფებმა, საზენიტო-სარაკეტო ძალებმა და მოიერიშე თვითმფრინავებმა.

ასევე დაგაინტერესებთ