უკრაინელებმა 2 ბალისტიკური რაკეტა, 2 ფრთოსანი რაკეტა და 15 დრონი გაანადგურეს

რუსებმა ს წუხელ 4 ბალისტიკური რაკეტით, 2 მართვადი საავიაციო რაკეტით და 16 ე.წ. „კამიკაძე“ დრონით შეუტიეს, უკრაინის საჰაერო თავდაცვამ 2 ბალისტიკური და 2 საავიაციო რაკეტა და 15 დრონი ჩამოაგდო, – ინფორმაციას უკრაინული მედია შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, რუსებმა რაკეტები ვორონეჟის ოლქიდან, დრონები კი – ოკუპირებული ს ტერიტორიიდან გაუშვეს.
საჰაერო თავდასხმა მოიგერიეს უკრაინის თავდაცვის ძალების მობილურმა საცეცხლე ჯგუფებმა, საზენიტო-სარაკეტო ძალებმა და საჰაერო ძალების რადიოელექტრონული ბრძოლის ქვედანაყოფებმა.
უკრაინელებმა „ისკანდერ-M/KN-23“ ტიპის ორი ბალისტიკური რაკეტა, და X-59 ტიპის ორი მართვადი რაკეტა და 15 დრონი ს, ხერსონის, მიკოლაივისა და ხმელნიცკის ოლქებში გაანადგურეს.
ცნობისთვის, წუხელ უკრაინის რამდენიმე რეგიონში საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული. რუსებმა დედაქალაქ კიევს ბალისტიკური რაკეტებით შეუტიეს. თავდასხმის დროს მათ „კამიკაძე“ დრონებიც გამოიყენეს, რომლებიც საჰაერო თავდაცვამ რამდენიმე ოლქში გაანადგურა.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჭიაბერაშვილი – სანქციები შეიძლება გავრცელდეს ქართულ ბანკებზე და საფინანსო ინსტიტუტებზე, თუკი ისინი არ დაიცავენ იმ სანქციებს, რომელსაც აშშ აწესებს – ქართული ბაკების დასანქცირება ეკონომიკას სრულიად ჩამოშლის

თინა ბოკუჩავა – ხელისუფლება, რომელიც წინასაარჩევნოდ ოპოზიციის განადგურებას ჰპირდება ხალხს, მტრის წინაშე ბოდიშის მოხდას მოითხოვს და ოპოზიციას, მათ შორის ქალებს ფიზიკურად უსწორდება, უკვე დამარცხებულია