უკრაინელებმა 14 ოლქში რუსების 80 დრონი ჩამოაგდეს

რუსებმა ს წუხელ 135 დრონით შეუტიეს, აქედან 80 – უკრაინელებმა გაანადგურეს, 44 ლოკალურად დაიკარგა, 2 – ბელარუსში გაფრინდა, 10 კი – ისევ ჰაერშია და საბრძოლო სამუშაოები გრძელდება, – ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
საჰაერო ძალებში აცხადებენ, რომ საზენიტო ბრძოლის შედეგად 80 უპილოტო საფრენი აპარატი ოდესის, სუმის, ჩერკასის, ს, ჟიტომირის, კიროვოგრადის, ჩერნიგოვის, პოლტავას, ხმელნიცკის, რივნეს, ხარკოვის, ხერსონის, ვოლინის, ვინიცის ოლქებში ჩამოაგდეს.
საჰაერო თავდასხმის მოგერიებაში ჩართული იყო უკრაინის ავიაცია, საზენიტო-სარაკეტო ძალები, რადიოელექტრონული ბრძოლის ქვედანაყოფები და უკრაინის საჰაერო ძალების და თავდაცვის ძალების მობილური საცეცხლე ჯგუფები.

ასევე დაგაინტერესებთ