უკრაინელებმა 14 ოლქში რუსების 56 დრონი ჩამოაგდეს

უკრაინელებმა, საზენიტო ბრძოლის შედეგად, რუსების მიერ გაშვებული Shahed-ის ტიპის 56 დრონი ჩამოაგდეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, უკრაინის სხვადასხვა რეგიონში ადგილობრივად 25 დრონი დაიკარგა.
„უკრაინის საჰაერო სივრცეში კიდევ ოთხი უპილოტო საფრენი აპარატი იმყოფება, საბრძოლო სამუშაოები გრძელდება“, – აცხადებენ უკრაინის საჰაერო ძალებში.
მათი ინფორმაციით, დრონები ჩამოაგდეს ნიკოლაევის, ოდესის, ს, ჩერკასის, კიროვოგრადის, დნეპროპეტროვსკის, სუმის, ჩერნიგოვის, პოლტავას, ვინიცას, ხმელნიცკის, ზაპოროჟიეს, ჟიტომირის და ხარკოვის ოლქებში.
რუსებმა, საერთო ჯამში, უკრაინის ტერიტორიაზე 90 დრონი და რაკეტა გაუშვეს, მათ შორის „ისკანდერ-მ“ ტიპის 2 ბალისტიკური რაკეტა, „ისკანდერ-კ“ ტიპის ფრთოსანი რაკეტა, „ხ-59/69“ ტიპის მართვადი რაკეტა და Shahed-ის ტიპის 87 დრონი.