უკრაინელებმა 12 ოლქში 62 დრონი ჩამოაგდეს

რუსეთმა უკრაინის ტერიტორიისკენ 145 დრონი გაუშვა, მათგან 62 საჰაერო თავდაცვამ გაანადგურა, 67 ადგილობრივად დაიკარგა, 10 კი – მოლდოვას, ბელარუსის და ს ფედერაციის ტერიტორიისკენ გაფრინდა , – ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
„10 ნოემბრის ღამეს მტერი თავს დაგვესხა უპილოტო საფრენი აპარატების რეკორდული რაოდენობით!” , – აცხადებენ უკრაინის საჰაერო ძალებში.
მათივე ინფორმაციით რუსებმა „შაჰედის“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატები და დაუდგენელი ტიპის დრონები რუსეთის ფედერაციის პრიმორსკო-ახტარსკის, ორიოლის, ბრიანსკის ტერიტორიიდან და დროებით ოკუპირებული დან გაუშვეს.
უკრაინელებმა ოდესის, ს, ჟიტომირის, ხარკოვის, პოლტავას, სუმის, ვინიცას, ხმელნიცკის, ჩერნიგოვის, დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიეს და დონეცკის ოლქებში რუსების კუთვნილი 62 დრონი ჩამოაგდეს.

ასევე დაგაინტერესებთ

აქციის მონაწილეების ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე მყოფი მოქალაქეების ნაწილს პოლიცია ჩხრეკს – ასევე, ერთ პირს პირბადის, მეორეს კი ჩაფხუტის ტარების გამო, სავარაუდოდ, სამართადარღვევის ოქმები შეუდგინეს

აქციის მონაწილეების ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე მყოფი მოქალაქეების ნაწილს პოლიცია აჩერებს და ჩხრეკს, რასაც სამართალდამცველებსა და მოქალაქეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირებაც მოჰყვა