უკრაინელებმა 10 ოლქში რუსების 71 დრონი ჩამოაგდეს

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 22 სექტემბრის ღამეს 71 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს და კიდევ ექვსი დრონი რადიოელექტრონული ბრძოლით დაპირისპირების შედეგად ლოკაციურად დაიკარგა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
საჰაერო ძალების ცნობით, რუსულმა ძალებმა ლუგანსკის ოლქის საჰაერო სივრციდან „ხ-59/69“ ტიპის ორი მართვადი რაკეტა გაუშვეს, Shahed-ის ტიპის 80 დრონით კი უკრაინის ტერიტორია რუსეთის ქალაქ იეისკიდან და კურსკის ოლქიდან შეუტიეს.
საჰაერო თავდაცვა მოქმედებდა ხმელნიცკის, ვინიცას, ჩერკასის, კიროვოგრადის, ჟიტომირის, კიევის, სუმის, პოლტავას, ხერსონის და ნიკოლაევის ოლქებში.

ასევე დაგაინტერესებთ

ფიქრია ჩიხრაძე – გადაუდებლად აუცილებელია, სინდისის პატიმრები გათავისუფლდნენ, ხელისუფლების წარმომადგენლები ერთხელაც არ შეხვედრიან მშობლებს ან ადვოკატებს – ვინმეს მათთან დიალოგი კი არ ენატრება, მაგრამ უნდა დაიწყოს ლაპარაკი