უკრაინელებმა შვიდ ოლქში რუსების მიერ გაშვებული 7 ფრთოსანი რაკეტა და 17 დრონი გაანადგურეს

რუსმა ოკუპანტებმა ზე 14 რაკეტისა და 17 Shahed-ის ტიპის დრონის გამოყენებით სარაკეტო – საჰაერო დარტყმა განახორციელეს. ინფორმაციას უკრაინული მედია საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, რუსებმა უკრაინის ტერიტორიაზე იერიში მიიტანეს Х-101/Х-555 ტიპის 10 ფრთოსანი რაკეტით, Х-47М2 ტიპის აერობალისტიკური, „კინჟალის“ რაკეტით, „ისკანდერ მ“ ტიპის ბალისტიკური 3 რაკეტით და Shahed-131/136 ტიპის 17 დრონით.
საჰაერო ძალებში აცხადებენ, რომ უკრაინელებმა ხმელნიცკის, ხარკოვის, ნიკოლაევის, ოდესის, ზაპოროჟიეს, დნეპროპეტროვსკის და კიროვოგრადის ოლქებში 24 საჰაერო სამიზნე: Х-101/Х-555 ტიპის 7 ფრთოსანი რაკეტა და Shahed-131/136 ტიპის 17 დრონი გაანადგურეს.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე – „ტექნიკურ მთავრობაზე“ საუბარი მხარდამჭერების უპატივცემულობაა, მაშინ ვის აძლევს ამომრჩეველი ხმას, რომელ პოლიტიკურ პარტიას? – ეს ყველაფერი აბსურდის თეატრია, ჩვეულებრივი მსახიობები არიან

ირაკლი კირცხალია – სალომე ზურაბიშვილს უნდა პრეზიდენტის სასახლე „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ საარჩევნო შტაბად აქციოს – არ გამოვრიცხავთ, არჩევნებამდე დარჩენილ ორ კვირაში პრეზიდენტის სასახლე „დაბრენდოს“ კიდეც