უკრაინელებმა ღამით რუსეთის მიერ გაშვებული 7 “შაჰიდიდან” 5 ჩამოაგდეს | ხარკოვში ორი ადამიანი დაშავდა

უკრაინის საჰაერო ძალებში აცხადებენ, რომ გასულ ღამეს ს მიერ გაშვებული 7 “შაჰიდის” ტიპის დრონიდან 5 ჩამოაგდეს.
“ოკუპანტებმა ს შეუტიეს “შაჰიდის” ტიპის დრონებით რუსეთის ტერიტორიიდან (პრიმორსკო-ახტარსკის რეგიონიდან ) და S-30 მართვადი რაკეტებით ბელგოროდის რეგიონიდან. სულ გაუშვეს შვიდი “შაჰიდი” და 6 S-300 მართვადი რაკეტა,” – ნათქვამია განცხადებაში.
უწყების ცნობით, ოკუპანტებმა დრონებით დნეპროპეტროვსკის ოლქს შეუტიეს, რაკეტებით კი ხარკოვს. როგორც ხარკოვის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლეგ სინებუგოვი ამბობს,
რუსულმა ძალებმა წუხელ ხარკოვს 6-ჯერ დაარტყეს. თავდასხმის შედეგად დაშავდა 2 ადამიანი – ერთ-ერთ დაშავებულს, 36 წლის ქალს, სამედიცინო დახმარება ადგილზე გაუწიეს. 25 წლის მამაკაცი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.