უკრაინელებმა ს ქალაქ ვორონეჟში თბოელექტროსადგურზე იერიში მიიტანეს

რუსეთის ქალაქ ვორონეჟში 8–9 ნოემბრის ღამეს აფეთქებები მოხდა. რუსული მედიის ცნობით, სავარაუდოდ, რაკეტების სამიზნე ვორონეჟ–1-ის თბოელექტროსადგური გახდა.
ამასთან ერთად, თბოელექტროსადგურზე ხანძრის შესახებ იწერებიან ადგილობრივი Telegram არხები.
ცნობისთვის, ვორონეჟ–1 არის ვორონეჟისთვის გათბობის უმსხვილესი მიმწოდებელი, რომელიც გათბობით უზრუნველყოფს ქალაქის ოთხ რაიონსა და ათასზე მეტ საწარმოს.
გარდა ამისა, ს თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მისმა საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 8–9 ნოემბრის ღამეს ბრიანსკის ოლქის თავზე 43 დრონი ჩამოაგდეს, ხოლო 1 – როსტოვის ოლქის თავზე.
თუმცა სამინისტროს ვორონეჟის თბოელექტროსადგურზე თავდასხმის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია.