უკრაინელებმა რუსების 3 რაკეტა და 33 დრონი ჩამოაგდეს

რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა წუხელ ს სამხრეთით და აღმოსავლეთით შეუტიეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, რუსებმა თავდასხმისთვის S-300 ტიპის საზენიტო მართვადი რაკეტა, X-59 ტიპის ორი რაკეტა და Shahed-ის ტიპის 37 დრონი გამოიყენეს.
რუსებმა დრონები დროებით ოკუპირებული ს ბალაკლავას რეგიონიდან გაუშვეს.
უკრაინელებმა კიროვოგრადის, ოდესის, ხერსონის, ნიკოლაევისა და ხარკოვის ოლქებში 33 დრონი ჩამოაგდეს.