რუსული ძალები წუხელ უკრაინას „შაჰედის“ ტიპის 27 დრონით დაესხნენ თავს, უკრაინელებმა 22 დრონი ჩამოაგდეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
„საზენიტო ბრძოლის შედეგად განადგურდა 22 „შაჰედი“ ნიკოლაევის, ხერსონის, დნეპროპეტროვსკის, სუმისა და პოლტავას ოლქებში“, – აცხადებენ უკრაინის საჰაერო ძალებში.
მათი ინფორმაციით, რუსებმა დრონები დროებით ოკუპირებული ყირიმიდან და რუსეთის ქალაქ კურსკის ტერიტორიიდან გაუშვეს.
საჰაერო თავდასხმის მოგერიებაში მონაწილეობდნენ უკრაინის საჰაერო ძალების საზენიტო-სარაკეტო დანაყოფები და თავდაცვის ძალების მობილური საცეცხლე ჯგუფები.
