უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული ყველა დრონი ჩამოაგდეს. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით „ისკანდერ-მ“ ტიპის 2 ბალისტიკური რაკეტა და Shahed-131/136 ტიპის 6 დრონი გაუშვეს.
რუსულმა ძალებმა რუსეთის კურსკის ოლქის ტერიტორიიდან გაშვებული რაკეტებით სუმის ოლქს დაარტყეს.
საბრძოლო მოქმედებების შედეგად, უკრაინელებმა დრონები ნიკოლაევის, ხმელნიცკის, ლვოვისა და ივანო-ფრანკოვსკის ოლქებში ჩამოაგდეს.
