უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 57 დრონი ჩამოაგდეს

უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 57 დრონი ჩამოაგდეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, სულ რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით „ისკანდერ-მ“ ტიპის ორი ბალისტიკური რაკეტა და 104 დრონი გაუშვეს, რომელთაგან 57 უკრაინის თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს, ხოლო 42 უკრაინის ტერიტორიაზე გაუჩინარდა.
უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსების მიერ გაშვებული დრონები ხარკოვის, პოლტავის, სუმის, ს, ჩერკასის, ჩერნიგოვის, ჟიტომირის, ხმელნიცკისა და კიროვოგრადის ოლქებში გაანადგურეს.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურორი – პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ ანზორ კვარაცხელიას მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილ ვიდეოში ჩანს, თუ როგორ წვავს ის საკუთარ მაისურს, რომელიც ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლის დროს ეცვა

ლევან მახაშვილი – უკრაინაში ომის დასასრული, არის იმის გამეორება, რაც 2008 წელს ვნახეთ, როცა ომიდან რვა თვის თავზე, ამერიკამ და რუსეთმა თავიანთი ურთიერთობები ისე გადატვირთეს, თითქოს, დედამიწაზე არაფერი მომხდარა