უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 72 დრონი ჩამოაგდეს

უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 72 დრონი ჩამოაგდეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, სულ, რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით ოთხი „ისკანდერ-მ“ ტიპის ბალისტიკური რაკეტა და 131 დრონი გაუშვეს, რომელთაგან 72 უკრაინის თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს, ხოლო 59 დრონი უკრაინის ტერიტორიაზე გაუჩინარდა და მიზანს ვერ მიაღწია.
„პოლტავისა და ჩერკასის ოლქებში შენობები და კერძო სახლები დაზიანდა. მსხვერპლი და დაშავებულები არ არიან“, – ნათქვამია უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებაში.
უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსების მიერ გაშვებული დრონები პოლტავის, სუმის, ხარკოვის, ჩერკასის, ჩერნიგოვის, ს, ხმელნიცკის, ჟიტომირის, ვინიცის, კიროვოგრადის, დნეპროპეტროვსკის, მიკოლაივის, ოდესის,ზაპოროჟიეს, რივნესა და დონეცკის ოლქებში გაანადგურეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ტატა ხვედელიანი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე – „ქართული ოცნების“ რიგებში არსებულ კლანურ ბრძოლებს, კრიმინალური გარჩევები დაემატა – ხალხს მათ მიერვე მოპარული ფულის განაწილებას აყურებინებენ, რაც კრიმინალური გარჩევებით ხდება

ლალი აფციაური – დღეს რომ ბატონი თორნიკეს სიცოცხლე შენარჩუნებულია, ეს არის ბატონი ალექსის დამსახურება – დროულად და უსწრაფესად იმოქმედა, სასწრაფოსაც კი არ დაელოდა, საკუთარი მანქანით გადაიყვანა

აქციებზე დაკავებული 8 პირის საქმის მოწმე პოლიციელის განცხადებით, აქციის მიმდინარეობისას ე.წ. პულივიზატორის ბოთლი კეფაში მოხვდა და დაზიანება მიიღო, თუმცა ნივთის მსროლელი არ დაუნახავს