უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 7 დრონი ჩამოაგდეს

უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 7 დრონი ჩამოაგდეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებს.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, სულ, რუსებმა უკრაინის მიმართულებით 1 მართვადი X-69 რაკეტა და 8 დრონი გაუშვეს.
„საჰაერო თავდაცვამ მტრის Shahed – 131/136-ის ტიპის 7 დრონი ჩამოაგდო. აქტიური წინააღმდეგობის შედეგად, მტრის მართვადმა რაკეტამ X-69-მა მიზანს ვერ მიაღწია“, – ნათქვამია უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

აჩიკო ბერიძე: „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელ, ნინო წილოსანთან ერთად, ბათუმის საპატიო მოქალაქეებს, საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს შევხვდი (ფოტოები)

ბუნდესტაგის წევრი – კარი აქ არის და კარი ღიაა, ჩვენ არ ვაპირებთ ამ კარის აღებას და მის „ქართული ოცნების“ მიმართულებით გადატანას – ამ კარს არ გადავიტანთ, ერთ ნაბიჯსაც არ გადავდგამთ ევროკავშირის ღირებულებებს მიღმა