რუსულმა ძალებმა წუხელ უკრაინის ტერიტორიის მიმართულებით „შაჰედის“ ტიპის 45 დრონი გაუშვეს, უკრაინულმა ძალებმა, საბრძოლო მოქმედებების შედეგად, 40 დრონი ჩამოაგდეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, დრონები განადგურდა კიევის, ვინიცას, ჟიტომირის, კიროვოგრადის, მიკოლაივის, ჩერკასის, ოდესის, დნეპროპეტროვსკის და ხერსონის ოლქებში.
საჰაერო თავდასხმის მოგერიებაში მონაწილეობდნენ საზენიტო-სარაკეტო ძალების ქვედანაყოფები, საჰაერო ძალების და უკრაინის თავდაცვის ძალების მობილური საცეცხლე ჯგუფები და რადიოელექტრონული საბრძოლო აღჭურვილობა.