უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 36 დრონი ჩამოაგდეს

უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 36 დრონი ჩამოაგდეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, სულ, რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით 89 დრონი გაუშვეს.
უკრაინის თავდაცვის ძალებმა 36 რუსული დრონი ჩამოაგდეს, 48 უკრაინის ტერიტორიაზე გაუჩინარდა, ხოლო 5 რუსეთის მიმართულებით გაფრინდა.
უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა რუსული დრონები კიევის, ჩერნიგოვის, სუმის, ხარკოვის, პოლტავის, ჟიტომირის, ხმელნიცკისა და ნიკოლაევის ოლქებში ჩამოაგდეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ოპოზიციური ალიანსის განცხადება: ვულოცავთ უნგრელ ხალხს საპარლამენტო არჩევნებში პიტერ მადიარის ლიდერობით პარტია “ტისას” გამარჯვებას, რაც ცალსახად არის უნგრელი ხალხის მკაფიო და მტკიცე არჩევანი დემოკრატიის მხარდასაჭერად