უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 24 დრონიდან 17 გაანადგურეს

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 8 აპრილის ღამეს რუსების მიერ გაშვებული 24 დრონიდან 17 გაანადგურეს, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული.
„ღამით რუსმა ოკუპანტებმა კვლავ შეუტიეს ს Shahed-ის ტიპის 24 უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენებით. უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა და საშუალებებმა 17 დრონი გაანადგურეს“, – აცხადებენ გენშტაბში.
ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ უკრაინელ და რუს სამხედროებს შორის, ბოლო 24 საათის განმავლობაში, 76 საბრძოლო შეტაკება მოხდა.
„მტერმა, საერთო ჯამში, 7 სარაკეტო და 104 საჰაერო დარტყმა განახორციელა და ჩვენი ჯარების პოზიციებზე და დასახლებულ პუნქტებს მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან 108-ჯერ დაარტყა“, – აცხადებენ გენშტაბში.
ამასთან, რუსებმა არტილერიით დაბომბეს ჩერნიგოვის, სუმის, ხარკოვის, ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიეს, დნეპროპეტროვსკის, ხერსონისა და მიკოლაივის ოლქების 100-ზე მეტი დასახლება.
რაც შეეხება უკრაინის თავდაცვის ძალებს, გასული 24 საათის განმავლობაში, თავდაცვის ძალების ავიაციამ დარტყმები განახორციელა რუსების საკონტროლო პუნქტზე, 5 საზენიტო-სარაკეტო სისტემაზე და რუსების პირადი შემადგენლობის, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის თავმოყრის 13 ტერიტორიაზე.
სარაკეტო ძალების ქვედანაყოფებმა კი საზენიტო-სარაკეტო სისტემას, უპილოტო საფრენი აპარატის საკონტროლო პუნქტს, საარტილერიო სისტემასა და რუსების პირადი შემადგენლობის, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის თავმოყრის 3 უბანს დაარტყეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლონდა თოლორაია საგარეო უწყებას მოუწოდებს, გამოაქვეყნოს ინფორმაცია, საქართველოს რამდენი სრულწლოვანი მოქალაქე იმყოფება საკონსულო აღრიცხვაზე და რამდენი მათგანი ვერ მოხვდა ცესკო-სთვის გადაცემულ სიაში

საია წინასაარჩევნო კამპანიისას დაფიქსირებულ 9 ინციდენტს, სავარაუდოდ, პოლიტიკურად მოტივირებულ ფიზიკურ ძალადობად, სხვისი ნივთის დაზიანებად და კამპანიაში ხელშეშლის შემთხვევებად აფასებს