უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 13 დრონი ჩამოაგდეს

უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 13 დრონი ჩამოაგდეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებს.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსულმა ძალებმა თავდასხმა ხარკოვის, პოლტავის, სუმის, ჩერნიგოვისა და ს ოლქებზე განახორციელეს.
სულ, რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 17 დრონი, „ისკანდერ-მ“ ტიპის 3 ბალისტიკური რაკეტა და „ისკანდერ კ“ ტიპის 1 ფრთოსანი რაკეტა გაუშვა.