უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული ორი რაკეტა და 48 დრონი ჩამოაგდეს

უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული ორი რაკეტა და 48 დრონი ჩამოაგდეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, სულ, რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით Х-59/69-ის ტიპის ორი რაკეტა და 79 დრონი გაუშვეს.
უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსული დრონები და რაკეტები ოდესის, კიევის, სუმის, პოლტავის, ჟიტომირის, ჩერკასის, ჩერნიგოვისა და ხმელნიცკის ოლქებში ჩამოაგდეს.
საჰაერო ძალების ინფორმაციით, 30 რუსული დრონი უკრაინის ოლქებში გაუჩინარდა, ხოლო ერთი დრონი რუსეთის მიმართულებით გაფრინდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლელა ჯეჯელავა – მიკვირს, როგორ იკადრა ირანის ელჩმა საგარეო საქმეთა სამინისტროში მისვლა და მაკა ბოჭორიშვილი არ დაიბარა საელჩოში – რაც შეეხება დოდონის ვიზიტს, ახლა პლახოტნიუკი მოვიწვიოთ გამოცდილების გაზიარების მიზნით