უკრაინელებმა რუსების გაშვებული ყველა დრონი ჩამოაგდეს

რუსებმა ს წუხელ Shahed-131/136 ტიპის 10 უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიეს, უკრაინელებმა ყველა დრონი გაანადგურეს, – ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებს.
„უკრაინის თავდაცვის ძალების მობილური საცეცხლე ჯგუფებისა და საჰაერო ძალების საზენიტო-სარაკეტო დანაყოფების საბრძოლო მუშაობის შედეგად, ზაპოროჟიეს და დნეპროპეტროვსკის ოლქებში ყველა Shahed-ი ჩამოაგდეს“, – აცხადებენ უკრაინის საჰაერო ძალებში.
მათივე ცნობით, ოკუპანტებმა დრონები ს ქალაქ პრიმორსკო-ახტარსკის ტერიტორიიდან გაუშვეს.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრას აუსტრევიჩუსი – საქართველოს მთავრობამ აღმოსავლური პოპულიზმის გზისკენ გადაუხვია – მოვუწოდებ ქართველ ხალხს, უარი თქვან რუსეთის მხრიდან სახიფათოდ დესტრუქციულ მანიპულაციაზე – თქვენ ევროპას ეკუთვნით