უკრაინელებმა ორი რუსული საბრძოლო თვითმფრინავი ჩამოაგდეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებმა დღეს დილით კიდევ ორი რუსული თვითმფრინავი: „სუ-34“ ტიპის გამანადგურებელ-ბომბდამშენი და „სუ-35“ ტიპის გამანადგურებელი ჩამოაგდეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალზე, ალექსანდრ სირსკისა და საჰაერო ძალების სარდალზე, გენერალ-ლეიტენანტ ნიკოლაი ოლეშჩუკზე დაყრდნობით ავრცელებს.
„დღეს დილით უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებმა ორი რუსული თვითმფრინავი გაანადგურეს, რომელიც მართვადი ბომბებით უტევდა ჩვენი ჯარების პოზიციებს: ერთი „სუ-34“ გამანადგურებელი-ბომბდამშენი და ერთი „სუ-35“, – აცხადებს ალექსანდრ სირსკი.
მისი თქმით, რუსული საბრძოლო თვითმფრინავები აღმოსავლეთის მიმართულებით ჩამოაგდეს.
„ოკუპანტების კიდევ მინუს ორი თვითმფრინავი. ეს არის ჩვენი მიწა და ცა! გაგრძელება იქნება!“, – აცხადებს სირსკი.
შეგახსენებთ, 17 თებერვალს უკრაინელმა დამცველებმა ერთდროულად სამი რუსული თვითმფრინავი – ორი „სუ-34“ ტიპის გამანადგურებელი-ბომბდამშენი და ერთი „სუ-35“ ტიპის თვითმფრინავი ჩამოაგდეს. უკრაინის გენშტაბის მონაცემებით, ომის დაწყების შემდეგ რუსულმა ძალებმა 336 თვითმფრინავი და 325 ვერტმფრენი დაკარგეს.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი ცესკოს განცხადებაზე საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებზე ზეწოლასთან დაკავშირებით – ძალიან შემაშფოთებელი ფაქტია, მაგრამ ოპოზიციის სტილი ეს არის, რომ ადამიანებზე ჰქონდეს ზეწოლა

შალვა პაპუაშვილი – თუ კიდე ვინმეს რაიმე ეჭვი ჰქონდა გახარიასთან დაკავშირებით სასწრაფოდ უნდა გაეცალოს ამ მდგომარეობას, ვინაიდან, ჩვეულებრივი „ნაციონალური მოძრაობის“ პროექტია საზოგადოებისთვის თვალის ასახვევად