უკრაინელებმა კურსკში რუსული ჯარის ლოგისტიკისთვის მნიშვნელოვანი ხიდი ააფეთქეს – მედია

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კურსკის ოლქში, მდინარე სეიმზე, ხიდი ააფეთქეს, იუწყება „მედუზა“.
სამთავრობო ტელეგრამ-არხი Mash წერს, რომ ხიდი „ჰაიმარსის“ რაკეტებით ააფეთქეს, რის შედეგადაც, მათივე ცნობით, დანარჩენი სგან მოწყვეტილია გლუშკოვის რაიონი. 14 აგვისტოს იქ სავალდებულო ევაკუაცია გამოცხადდა, თუმცა ახლა ევაკუაცია მხოლოდ მდინარის გავლით შეიძლება.
Mash აგრეთვე იუწყება, რომ აფეთქებისას ხიდზე იმყოფებოდა კრემლის მხარდამჭერი ორგანიზაციის, „სახალხო ფრონტის“ სამი თანამშრომელი. მხოლოდ ერთი მათგანი გადარჩა.
დამოუკიდებელი რუსული მედია, „ვაჟნიე ისტორიი“, აღნიშნავს, რომ ხიდს რუსული ჯარისთვისაც ჰქონდა მნიშვნელობა – სწორედ მისი გავლით მიჰქონდათ ტყვია-წამალი და საკვები ჯარისკაცებისთვის გლუშკოვის რაიონში.
უკვე ერთ კვირაზე მეტია აწარმოებს ოპერაციას კურსკის ოლქში და აცხადებს, რომ ტყვედ აიყვანა ასობით რუსი სამხედრო და დაიკავა 1000 კვადრატული კილომეტრის ტერიტორია.