უკრაინელებმა კიევის წინააღმდეგ გაშვებული ყველა დრონი ჩამოაგდეს

უკრაინელებმა წუხელ ყველა დრონი ჩამოაგდეს, რომლითაც რუსებმა ქვეყნის ტერიტორიას შეუტიეს, – ინფორმაციას ადგილობრივი მედია კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, მტერმა უკვე ნაცნობი ტაქტიკა გამოიყენა.
”მაგრამ ისევ ვერ მიაღწია მიზანს – ჩვენმა თავდაცვის ძალებმა ყველა ღონე იხმარეს იმისთვის, რომ მტრის ყველა უპილოტო საფრენი აპარატი განეიტრალებულიყო“, – აღნიშნა ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი პოპკომ.
ამასთან, მისი თქმით, დედაქალაქის ობოლონსკის და დესნიანსკის რაიონებში, ღია ადგილებში დრონების ნამსხვრევების ჩამოვარდნა დაფიქსირდა, რამაც ხანძრები გამოიწვია.
თავდასხმის შედეგად არავინ დაღუპულა ან დაშავებულა.

ასევე დაგაინტერესებთ

მალგოჟატა გოშევსკა – თბილისს უნდა მოვუწოდოთ, ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს, რაც შეიძლება სწრაფად, კანონები, რომლებიც ბუნებით რეპრესიულია, გაიწვიოს – ეს ქვეყანა კარგ და ჯანმრთელ მომავალს იმსახურებს, ევროკავშირი ვალდებულია, დაეხმაროს

მარკეტა გრეგოროვა – ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს გამიზნული სანქციებით პასუხისმგებელ პირებს საქართველოში, არ მადარდებს, თუ წევრი ორი ქვეყანა ბლოკავს, დანარჩენი 25 ქვეყანა? – რა უშლის მათ ხელს?