უკრაინელებმა ვლადივოსტოკში, “განსაკუთრებული სისასტიკითა და აგრესიით” გამორჩეული ბატალიონი გაანადგურეს

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ ვლადივოსტოკში, რუსი სამხედროების განლაგების ადგილას სპეცოპერაცია ჩაატარა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, სპეცოპერაცია ჩატარდა ს ფედერაციის პრიმორსკის მხარის სოფელ შჩიტოვას რაიონში, სადაც განლაგებულია საზღვაო ქვეითთა ​​155-ე ცალკეული გვარდიის ბრიგადის 47-ე ბატალიონი. ბატალიონი მონაწილეობდა საბრძოლო ოპერაციებში ს, უგლედარის, მარიუპოლის მახლობლად, კურსკისა და პოკროვსკის მიმართულებებზე. უკრაინული მედიის ცნობითვე, 155-ე ბრიგადა გამოირჩეოდა ადგილობრივი მოსახლეობის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით და უკრაინელი პატიმრების სიკვდილით დასჯით.
“სამშაბათს, ადგილობრივი დროით, დილის 9 საათზე, ძლიერი აფეთქება მოხდა სამხედრო ნაწილის ავტოსადგომზე, შემდეგ კიდევ ერთი. როგორც რუსული საზოგადოება იტყობინება, აფეთქებების ადგილზე უამრავი ტექნიკა, სპეციალური დანიშნულების პერსონალი და ვერტმფრენი მივიდა. სოფელ შჩიტოვას შესასვლელთან, ადმინისტრაციული შენობებისა და ავტოსადგომების მიმდებარე ტერიტორია ალყაში მოაქციეს. მოძრაობა ნაწილობრივ გადაიკეტა, სამართალდამცველები ყველა სატრანსპორტო საშუალებას ამოწმებენ. აფეთქებების მიზეზად „გაზის აპარატურასთან დაკავშირებული ინციდენტი“ სახელდება” | წერს უკრაინული მედია.
წყაროს ცნობით, უკრაინის დაზვრევის სპეცოპერაციის შედეგად, ოკუპანტებს შორის არიან დაღუპულები და დაჭრილები.