უკრაინელებმა დრონებით წარმატებული იერიში მიიტანეს პრიმორსკის ნავთობტერმინალსა და ბაშკირეთში მდებარე ნავთობქარხანაზე Башнефть-Уфанефтехим (ვიდეო)

უკრაინელებმა დრონებით წარმატებული იერიში მიიტანეს პრიმორსკის ნავთობტერმინალსა და ბაშკირეთში მდებარე ნავთობქარხანაზე Башнефть-Уфанефтехим.
რუსები ადასტურებენ რომ პრიმორსკში ცეცხლი გაუჩნდა ერთ-ერთი რეზერვუარს. უკრაინელთა ცნობით, კი ასევე დაზიანდა ნავთობის ჩამსხმელი ინფრასტრუქტურა. რაც შეეხება ბაშკირეთს, აქ ქარხნის ტერიტორიაზე ხანძარს რუსებიც ადასტურებენ.
პრიმორსკი დასავლეთ რუსეთის უმსხვილესი საექსპორტო ტერმინალია. შარშან ამ პორტიდან 17 მლნ ტონა დიზელი გავიდა საექსპორტოდ.
რაც შეეხება ბაშკირეთის ნავთობქარხანას, ისიც მსხვილი ობიექტია და წელიწადში 8 მლნ ტონა ნავთობს ამუშავებს.