უკრაინელებმა დონეცკის ოლქში ნოვომიხაილოვკა გაათავისუფლეს

უკრაინელებმა დონეცკის ოლქში, ლიმანის მიმართულებით, ნოვომიხაილოვკაზე კონტროლი დაიბრუნეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია დაზვერვის მთავარ სამმართველოზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ოპერაცია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს აქტიური ოპერაციების დეპარტამენტის ძალებმა, კერძოდ, ქვედანაყოფმა „არტანმა“ და მესამე სადესანტო ბრიგადის მე-2 სადესანტო ბატალიონმა განახორციელეს -ოკუპანტები განდევნეს და ნოვომიხაილოვკაზე კონტროლი აღადგინეს.
„მტერმა პირადი შემადგენლობიდან დაახლოებით ასეული დაკარგა და იძულებული გახდა, რეზერვები ფრონტის სხვა ნაწილებიდან გადაეყვანა“, – განაცხადეს დაზვერვის მთავარ სამმართველოში.
ცნობისთვის, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ალექსანდრ სირსკიმ გუშინ განაცხადა, რომ უკრაინელებმა დონეცკის ოლქის სოფლები : ზელენი გაი, იხაილოვკა და ვლადიმიროვკა გაათავისუფლეს.

ასევე დაგაინტერესებთ

პიტერ სიიარტო – კახა კალაძემ არჩევნებში დიდი სხვაობით გაიმარჯვა, რაც ცხადად მოწმობს, რამდენად კმაყოფილია თბილისის მოსახლეობა მისი საქმიანობით – ვთხოვ, თუ აქვს დრო, ჩვენს მერს ბუდაპეშტში ლექციები ჩაუტაროს