უკრაინელებმა დნიპროს რაიონში რუსული რაკეტა X-59 ჩამოაგდეს

უკრაინის საჰაერო ძალებმა დნიპროში, რუსული რაკეტა X-59 ჩამოაგდეს – ინფორმაციას სოციალურ ქსელში “აღმოსავლეთ საჰაერო სარდლობა” ავრცელებს.
“16:00 საათზე საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ დნიპროს თავზე მტრის რაკეტა დაფრინავდა და უკვე 16:08 საათზე გაჩნდა ინფორმაცია მისი აფეთქების შესახებ” – წერს უწყება.