ნახევარ საუკუნეზე მეტია ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტს სწორედ ამ ქარხანაში დამზადებული საბჭოთა/რუსული ბირთვულქობინიანი ბალისტიკური რაკეტები ემუქრებოდათ და ახლაც ემუქრებაც, შესაბამისად პენტაგონის აუსრულებელ ოცნებაში მუდამ იყო ამ რუსულ ქარხანაზე ერთი კარგი საჰაერო დარტყმის განხორციელება, რაც შეუძლებელი გახლდათ, რადგან ეს მესამე მსოფლიო ომის დაწყების შემთხვევაში თუ მოხდებოდა…
უკრაინელებმა კი ამერიკელებს ეს ნახევარსაუკუნოვანი ოცნება გუშინ ღამეს აუსრულეს, ყოველგვარი მესამე მსოფლიო ომის დაწყების გარეშეც…
უკრაინის გენშტაბმა უკვე დაადასტურა, რომ 20-21 თებერვლის ღამეს რუსეთის ფედერაციის უდმურტეთის რესპუბლიკაში მდებარე „ვოტკინსკის ქარხანაზე“ განხორციელდა საჰაერო შეტევა FP-5 “Фламінго”-ს ტიპის ფრთოსანი რაკეტების გამოყენებით და ობიექტის ტერიტორიაზე გაჩნდა ხანძარი, შეტევის შედეგები ზუსტდება.
დამოუკიდებელი სამხედრო დამკვირვებლები კი ადასტურებენ, რომ უკრაინულმა „ფლამინგოებმა“ დააზიანეს „ვოტკინსკის ქარხნის“ რამდენიმე საამქრო…
რატომ იყო ასე მნიშვნელოვანი სწორედ „ვოტკინსკის ქარხანაზე“ სარაკეტო შეტევის განხორციელება, რომელიც უკრაინის საზღვრიდან არანაკლებ 1 300 კმ-ში მდებარეობს?
საქმე ის არის, რომ სწორედ ამ „ვოტკინსკის ქარხანაში“ ამზადებენ რუსულ ოპერატიულ-ტაქტიკურ კვაზიბალისტიკურ რაკეტებს Искандер-М -ებს, რომლებიც ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენენ უკრაინული ქალაქების მშვიდობიანი მოსახლეობისთვის, რადგან მათი მოგერიება უკრაინელ მეზენიტეებს, მხოლოდ ამერიკული „პეტრიოტის“ ძვირადღირებული ანტირაკეტებით თუ შეუძლიათ, რომელთა მუდმივ კატასტროფულ დეფიციტს განიცდის უკრაინის არმია.
სწორედ ამიტომაცაა, რომ უკრაინელებმა დაიწყეს ნადირობა „ისკანდერის“ რაკეტების გამშვებ დანადგარებზე და ახალ უკვე ამ რაკეტების მწარმოებელ ქარხანასაც კი მისწვდნენ…
ისე კი, ჯერ კიდევ 1759 წელს ამუშავებული „ვოტკინსკის ქარხნის“ სტრატეგიულ მნიშვნელობის დონეზე ასვლა… ჩვენი თანამემამულის, ალექსანდრე ნადირაძის დამსახურებაა…
თავისი დაარსებიდან ორი საუკუნის თავზე, 1957 წელს საბჭოთა კავშირმა „ვოტკინსკის ქარხანაში“ (რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს ტანკსაწინააღმდეგო ქვემეხებს უშვებდა) კოროლიოვის ტაქტიკური დანიშნულების მობილური სარაკეტო კომპლექსების წარმოება დაიწყო, რომლებსაც 40 კილოტონა სიმძლავრის ბირთვული ქობინის 200-იოდე კმ-ის სიშორეზე „გაგზავნა“ შეეძლოთ.
მალევე, 1962 წლიდან კი ყველაფერი კარდინალურად შეიცვალა, როდესაც „ვოტკინსკის ქარხანა“ ალექსანდრე ნადირაძის ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების 9К76 «Темп-С» მობილური სარაკეტო კომპლესის წარმოებაზე გადავიდა- მის ბალისტიკურ რაკეტას 0,5 მეგატონა სიმძლავრის ბირთვული ქობინი უკვე 900 კმ-მდე მიჰქონდა (12 ასეთი მობილური სარაკეტო „ტემპი“ თავის დროზე საქართველოში, საგარეჯოს რაიონში, გომბორის სარაკეტო პოლკის შეიარაღებაშიც იყო).
1974 წლიდან ალექსანდრე ნადირაძემ „ვოტკინსკის ქარხანაში“ „ტემპის“ მოდერნიზებული ვარიანტის «Темп-2С»-ების წარმოება ააწყო, რომელიც მსოფლიოში პირველი ბორბლებიანი მობილური საკონტინენტშორისო სარაკეტო კომპლექსი გახლდათ და უშუალოდ ამერიკელების მთავარ თავსატეხად იქცა, რადგან ნადირაძის 41 ტონიან მყარსაწვავიან ბალისტიკურ რაკეტას 1,5 მეგატონის სიმძლავრის ბირთვული ქობინის წაღება უკვე 10 500 კმ-ზე შეეძლო, რაც იმას ნიშნავდა, რომ საბჭოთა კავშირის შუაგულიდან სტარტაღებული ეს რაკეტები აშშ-ების თითქმის ყველა ქალაქს სწვდებოდნენ…
ნადირაძემ არც ევროპელები „გაანაწყენა“ და 1975 წლიდან „ვოტკინსკის ქარხანამ“ მისი «Пионер»-ების-საშუალო სიშორის მობილური სარაკეტო კომპლექსების სერიული წარმოებაც დაიწყო,რომლის 37 ტონიან მყარსაწვავიან ბალისტიკურ რაკეტას სამი,თითოეული 150 კილოტონა სიმძლავრის ბირთვული ქობინი,5 500 კმ მაქსიმალურ სიშორეზე მიჰქონდა და მთავარ ბირთვულ საფრთხედ იქცა ნატოს წევრი დასავლეთევროპული ქვეყნებისთვის.
1988 წელს საბჭოთა კავშირმა შეიარაღებაში მიიღო ალექსანდრე ნადირაძის ყველაზე მრისხანე „პირმშო“-სტრატეგიული დანიშნულების მობილური სარაკეტო კომპლექსი РТ-2ПМ «То́поль»-ი. მის 45 ტონიან სამსაფეხურიან ბალისტიკურ რაკეტას უკვე ათი ინდივიდუალური დამიზნების, თითოეული 550 კილოტონა სიმძლავრის ბირთვული ქობინის „გადასროლა“ 11 ათას კმ-ზე შეეძლო და სრულად ფარავდა ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტს.




