უკრაინელებმა ათ ოლქში 28 დრონი და 4 რაკეტა გაანადგურეს

რუსეთმა 25 სექტემბრის ღამეს უკრაინის მასშტაბით 32 “კამიკაძე-დრონი“ გაუშვა, მათგან 28 უკრაინის საჰაერო თავდაცვამ გაანადგურა, – ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, უკრაინის დამცველებმა ასევე X-59/69 ტიპის ოთხი მართვადი რაკეტა ჩამოაგდეს.
საჰაერო ძალებში განმარტავენ, რომ რუსებმა ხარკოვის ოლქს С-300 ტიპის საზენიტო მართვადი რაკეტითა და სამი დაუზუსტებელი ტიპის რაკეტით დაარტყეს, ოდესის ოლქს – შავი ზღვის საჰაერო სივრციდან Х-59/69 ტიპის 4 რაკეტით, ასევე Shahed-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატები გაუშვეს ს ფედერაციის პრიმორსკო-ახტარსკია და კურსკის ტერიტორიებიდან.
საჰაერო თავდაცვა მოქმედებდა დნეპროპეტროვსკის, ხარკოვის, ს, ჩერკასის, კიროვოგრადის, სუმის, პოლტავას, ნიკოლაევის, ოდესისა და ხერსონის ოლქებში.

ასევე დაგაინტერესებთ