უკრაინელები, მოლდოველები და ქართველები იბრძვიან ევროპული ოჯახისთვის – ბალტიისპირა ქვეყნები

ლიტვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა, ლატვიის პრეზიდენტი, ედგარ რინკევიჩი და ს პრეზიდენტი, ალარ კარისი ბალტიისპირეთის ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანების 20 წლისთავთან დაკავშირებით საერთო განცხადებას ავრცელებენ, სადაც ევროპული ღირებულებებისთვის ქართველი, უკრაინელი და მოლდოველი ხალხის ბრძოლაზეც წერენ.
“1990-1991 წლებში ბალტიისპირეთის ქვეყნებში დემოკრატიული არჩევანი გამოცადეს. დღეს უკრაინელები, მოლდოველები და ქართველები ევროპული ღირებულებებისთვის და ევროპული ოჯახისთვის, როგორც მათი ძირითადი არჩევანისთვის იბრძვიან. მათ აქვთ იგივე ოცნება, რაც ჩვენ მაშინ. ისტორიული გამოცდილებიდან გამომდინარე, ჩვენ გვესმის და ვგრძნობთ ამას. ჩვენ მტკიცედ ვდგავართ იმ ქვეყნების გვერდით, რომლებიც იზიარებენ ევროპულ ღირებულებებსა და ერთად ყოფნის სურვილს”. – წერენ ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთის პრეზიდენტები.
20 წლის წინ, 2004 წლის 1 მაისს ლიტვა, ლატვია და ესტონეთი კიდევ 7 ქვეყანასთან ერთად ევროკავშირს შეუერთდნენ. პროცესი ე.წ. დიდი აფეთქების სახელითაა ცნობილი.