“უკრაინელები იცავენ ჩვენი ქვეყნების მომავალს” – მიშელი

ჩვენ მზად ვართ მხარი დავუჭიროთ ს იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ბრიუსელში ევროკავშირის სამიტზე განაცხადა.
ჩვენ გასულ კვირას ბევრი ვიმუშავეთ და ვართ იმ პოზიციაში, როდესაც შეგვიძლია პოზიტიური განაცხადები გავაკეთოთ. პირველ რიგში ჩვენ დღეს ხელს მოვაწერთ დამატებით ხელშეკრულებებს უსაფრთხოების კუთხით და ჩვენ მზად ვართ მხარი დავუჭიროთ უკრაინას იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება. მეორე საკითხი არის უკრაინასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყება. ეს აჩვენებს თქვენს ლიდერობას, მაგრამ ასევე უკრაინელი ხალხის სიმტკიცეს. მესამე საკითხი არის უფრო მეტი სამხედრო დახმარება უკრაინისთვის, ისევე როგორც ფინანსური დახმარება და თქვენ გახსოვთ, რომ ჩვენ რუსული გაყინული აქტივების შემოსავლები გადავეცით უკრაინას. ჩვენ ასევე ვმუშაობთ დიდი შვიდეულის ქვეყნებთან, რათა გამოვყოთ დამატებით 50 მილიარდი ევრო. ეს აჩვენებს ჩვენს სიმტკიცეს და ჩვენ გვესმის, რომ უკრაინელები, გარდა საკუთარი ქვეყნისა, ასევე იცავენ ჩვენი ქვეყნების მომავალს.”- განაცხადა მიშელმა
უკრაინამ EU-სთან, ლიეტუვასა და ესტონეთთან უსაფრთხოების ხელშეკრულება გააფორმა.

ასევე დაგაინტერესებთ