უკრაინელების რეკორდულ რაოდენობას NATO-ში გაწევრიანების შესაძლებლობის არ სჯერა – კვლევის შედეგები
ბოლო სამი წლის განმავლობაში უკრაინელების რეკორდულ რაოდენობას NATO-ში გაწევრიანების შესაძლებლობის არ სჯერა, – უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ აღნიშნულია კომპანია Gallup-ის კვლევაში.
კითხვაზე, როდის გაწევრიანდება უკრაინა NATO-ში, მომდევნო ათი წლის განმავლობაში, მომდევნო 10-20 წლის განმავლობაში, 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში თუ არასდროს, გამოკითხულთა 32%-მა უპასუხა, რომ გაწევრიანება შესაძლებელია ათი წლის განმავლობაში. სრულმასშტაბიანი ომის განმავლობაში ჩატარებულ გამოკითხვებს შორის ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
17%-ს სჯერა, რომ გაწევრიანება შესაძლებელია 10-20 წლის განმავლობაში, 8%-ს კი – 20 წლის განმავლობაში. 33%-მა უპასუხა, რომ უკრაინის NATO-ში გაწევრიანების არ სჯერა. ეს ბოლო წლების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
გაწევრიანებასთან დაკავშირებით ყველაზე მაღალი ოპტიმიზმი 2023 წელს დაფიქსირდა, როდესაც 69%-ს სჯეროდა, რომ ეს შესაძლებელი იყო.
