უკრაინის საჰაერო ძალების ავიაციის ხელმძღვანელის, სერგიი გოლუბცოვის თქმით, იმ F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლების ნაწილს, რომლებსაც კიევი დასავლელი მოკავშირეებისგან მიიღებს, საზღვარგარეთ შეინახავენ, რათა შეძლონ მათი დაცვა რუსეთის განხორციელებული დარტყმებისგან. ამის შესახებ გოლუბცოვმა RFE/RL-სთან ინტერვიუში ისაუბრა.
გოლუბცოვის თქმით, საბრძოლო თვითმფრინავების ნაწილის უცხოეთში განლაგება ხელს შეუწყობს საოპერაციო აღჭურვილობის შენარჩუნებას დასავლეთში გაწვრთნილი უკრაინელი პილოტების კორპუსისთვის.
“თვითმფრინავების განსაზღვრული რაოდენობა შენახული იქნება უსაფრთხო საჰაერო ბაზებზე, უკრაინის გარეთ, რათა ისინი აქ მიზანში არ ამოიღონ. ეს ასევე იქნება ჩვენი რეზერვი იმ შემთხვევისთვის, თუ რუტინული შემოწმებისას დაგვჭირდება დაზიანებული თვითმფრინავების შეცვლა”. – თქვა გოლუბცოვმა.