უკრაინა 74 დრონით შეტევას იუწყება, რუსეთი – 93-ით

უკრაინაზე დრონებით მორიგი შეტევა იყო. უპილოტო საფრენი აპარატებით იერიშის შესახებ იუწყება რუსეთიც.
უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის მიერ დღეს, 2 აპრილს, გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომელიც სხვა წყაროებით გადამოწმებული არ არის, გასული საღამოდან დღეს დილამდე რუსეთმა გამოიყენა სხვადასხვა ტიპის 74 დრონი.
სარდლობის თანახმად, საჰაერო და თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებმა 41 ე.წ. დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს უკრაინის ჩრდილოეთ, სამხრეთ და აღმოსავლეთ რეგიონებში, ხოლო 20 „უპილოტო-იმიტატორი ლოკალურად დაიკარგა ნეგატიური შედეგების გარეშე“.
ადგილობრივი ხელისუფლების მონაცემებით, დრონებით შეტევის შედეგად, სულ მცირე, ერთი ადამიანი დაიღუპა და ათი დაშავდა ზაპოროჟიეს ოლქსა და ქალაქ ხარკოვში.
უკრაინული დრონებით შეტევის შესახებ იუწყება რუსეთიც. თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს, 2 აპრილს, გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომელიც სხვა წყაროებით გადამოწმებული არ არის, ღამის განმავლობაში „გზად დაიჭირეს და გაანადგურეს” 93 უპილოტო საფრენი აპარატი. მათ შორის 87 – კურსკის ოლქში, 4 – როსტოვის ოლქში და 2 – ბელგოროდში.
როსტოვის ოლქის გუბერნატორ იური სლიუსარის ინფორმაციით, დრონებით შეტევის შედეგად ქალაქ ტაგანროგში დაზიანდა ორი მრავალბინიანი სახლი და ორი ადამიანი დაშავდა.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: ნარკოტიკით გარდაცვლილი ყველა ადამიანი არის ჩვენი ხელისუფლების სინდისზე. რის გამოც ეს ადამიანი გარდაიცვალა, ხელისუფლების მოწყობილია. უაზრო ნარკოპოლიტიკით მოკლეს ადამიანი! (ვიდეო)

ტატა ხვედელიანი: ახლა, როდესაც მილოცვები დასრულდა და „ოცნებამ“ პროპაგანდაც აამუშავა, მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: რას ცვლის ეს გადაწყვეტილება სისტემურად და რა გარანტია გვაქვს, რომ მომავალ წელს ზუსტად იგივე პრობლემა აღარ განმეორდება?