უკრაინა 72 დრონის მოგერიებას იუწყება, რუსეთი – 55-ის

რუსეთის ჯარებმა გასული ღამის განმავლობაში ზე შეტევისთვის 131 უპილოტო საფრენი აპარატი გამოიყენეს. ამის შესახებ დღეს, 21 იანვარს იუწყება უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობა.
მისი მონაცემებით, 16 ოლქში, მათ შორის ს, პოლტავის, ხარკოვის, ვინიცის, ჩერკასის, დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიეს, ნიკოლაევის და ოდესის ოლქებში ჩამოაგდეს 72 დრონი, კიდევ 59 კი „ლოკალურად დაიკარგა ნეგატიური შედეგების გარეშე“.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობითვე, ღამის განმავლობაში ს საოკუპაციო ძალებმა გამოიყენეს 4 ბალისტიკური რაკეტაც.
სარდლობის თანახმად, პოლტავის და ჩერკასის ოლქებში დააზიანებულია სახლები და სხვადასხვა დაწესებულების შენობები, არავინ დაშავებულა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, ღამის განმავლობაში ჩამოაგდეს 55 უკრაინული დრონი, მათგან 22 ბრიანსკის ოლქში, 12 – როსტოვში, 10 – სმოლენსკის ოლქში, 6 – ვორონეჟში, 4 – სარატოვის ოლქში და 1 – კურსკში.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ხმელეთზე შედეგების შესახებ არაფერს იუწყება.
საომარი მოქმედებების პირობებში მხარეთა მიერ გავრცელებული ცნობების დამოუკიდებელი წყაროებით გადამოწმება გართულებულია.